N 2



www.facebook.com/pages/ჟურნალი-მომავლის-ხმა/546483658831517?fref=ts


მომავლის   

რა,სად,როდის, ვინ, რატომ და როგორ
13.11.14



ხ მ ა N 2

ჩვენმა სკოლამ გურია ავირჩიეთ,გამოდინარე იქედან, რომ დასავლეთიდან ვართ და შედარებით კარგად ვიცით ეს მხარე, დიალექტიც ჩვენსას წააგავს, ვფიქრობთ, ჩვენი მოსწავლეები მოახერხებენ.


სამწუხაროდ, ამ ცუდ პირობებში გვიწევს სწავლა,  განა ასე შეიძლება ნორმალური ცოდნის მიღება?! მაგრამ რას ვიზამთ, სხვა გზა არ გვაქვს, იძულებულნი ვართ შევეგუოთ.  
მარეხი კახაძე ,ფატიმა კოჩალიძე,  მეგი გორგაძე, ნინო გორგაძე


ჩვენი ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა სამი თანამშრომლით, გამოსვლის შემდეგ კი ბევრი მსურველი მოგვაწყდა და დღეს ჩვენი რიცხვი 6-მდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვან მატებად მიმაჩნია.
ინდირა ვაშაყმაძე




მასწავლებელმა პირველი კლასის მოსწავლეს უნდა დაანახვოს სკოლის კარგი მხარეები, რათა შემდეგ გაუადვილდეს  ადაპტაცია .
რამდენად განათლებულნი ვართ
       დღესდღეობით მთელ მსოფლიოში დგას კითხვა, თუ რამდენად განათლებულები ვართ,  განათლება კი, რა თქმა უნდა, ადრეული ასაკიდან იწყება. მე მინდა ამ სტატიაში ყურადღება გავამახვილო ბავშვის აღზრდაზე, თუ როგორ შევაყვაროთ  სწავლა.
ბავშვის განათლებას  ძალიან დიდი როლი უჭირავს სკოლამდელ პერიოდში, ანუ 2დან 6 წლამდე, ზოგიერთი მშობელი ამ ასაკს დიდმნიშვნელობას არ ანიჭებს, რაშიც ძალიან სცდება. პირველივე წლებიდან ბავშვს უნდა შეუყვარდეს წიგნის კითხვა, თუ მას ეს თავიდან არ მოსწონს, შემდეგ რაც არ უნდა სცადო, ვერ შეაყვარებ. ზოგს ეს სასაცილოდ მოეჩვენება, მაგრამ ძალიან კარგ როლს თამაშობს ბავშვში ზღაპრების მოყოლა, ის ამით იქმნის თავის სამყაროს, იქმნის თავის ოცნებებს, რომელთაც მიზნად ისახავს.
ძალიან ცუდ გავლენას ახდენს მოზარდში  პატარაობისას ცუდი მოპყრობა, მე ბერვრჯელ გამიგონია, ბავშვობაშიცუდად მოქცევიან და არ დავიწყებია მთელი ცხოვრება.
როდესაც ბავშვი სკოლაში მივა, ეს არის მის ცხოვრებაში ერთ–ერთი  რთული პერიოდი, იგი გადის ადაპტაციას, ეგუება ახალ გარემოს და ითვისებს მას. არავითარ შემთხვევეში არ შეიძლება მეცადინეობის დროს ყვირილი ან ცემა, ეს არის დიდი დანაშაული. როდესაც პატარა ჯდება სამეცადინოდ და რაღაცას ვერ მიხვდება, წყნარად უნდა უთხრა და  აუხსნა ყველაფერი. თუ მშობელი სცემს მას, ზიზიღდება მეცადინეობა, ის ყოველთვის არიდებს თავს სწავლას და ცდილობს რომ სხვა რამეზე გადაიტანოს ყურადღება. და თუ მას არ უყვირებ, არ სცემ და თბილად აუხსნი ყველაფერს, ხან გაეთამაშები,  ამ შემთხვევაში მას შეუყვარდება მრცადინეობა და თავს აღარ აარიდებს .
ყველა ადამიანი იბადება რაღაც ნიჭით, და მის აღზრდაზეა დამოკიდებული რამდენად გამოავლენს მას.
    ყველა ადამიანი იბადება როგორც დაუწერელი, სუფთა დაფა და შემდეგ ყალიბდება პიროვნებად.       სკოლა არის ადგილი, სადაც პატარა ბავშვი ყალიბდება სრულფასოვან,განათლებულ და ზრდილობიან პიროვნებად, სკოლის წლები –  ეს არის დიდი გზა პატარაობიდან დიდობამდე, რომელსაც ყველა ადამიანი გადის. ეს არის ბედნიერებისა და სრულფასოვნების წლები, სადაც იძენ ახალ და–ძმებსა და ახალ მშობლებს ,მასწავლებელი  –  ეს ხომ მეორე მშობელია.
ბავშვში დიდ გავლენას ახდენს მასწალებელი ,ფაქტობრივად მან უნდა აღზარდოს ადამიანი.  მასწავლებელი ჩემი აზრით უნდა იყოს განათლებული და კომუნიკაბელური, მას უნდა ესმოდეს ბავშვის თვალით დანახული სამყაროსი ,საჭირო დროს უნდა უყვიროდეს და საჭირო დროს უნდა კიცხავდეს, მაგრამ უნდა იყოს მშობელი დედასავით, მან არ უნდა განასხვავოს მისი და სხვისი, ყველა მისი მოსწავლე ამავდროულადშვილიც უნდა იყოს.
   მასწავლებელმა პირველი კლასის მოსწავლეს უნდა დაანახვოს სკოლის კარგი მხარეები, რათა შემდეგ გაუადვილდეს  ადაპტაცია მოწავლეს.
 ველაფერ ამასთნ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი იყოს, რაც არუნდა კარგი მშობელი იყოს, ბავშვი თუ არ მოინდომებს, ისინი ვერაფერს გახდებიან.  ბავშვშია მთელი არსი, ვინც მოინდომებს, ის ყოველთვის და ყველგან გაიტანს თავს.
       მასწავლებლის პატივისცემა –  აი ,ჩემი აზრით, რას უნდა მოითხოვდეს მშობელი  შვილისგან. დღესდღეობით ერთ ერთი ფასდაუდებელი  სამუშაო, ყველაზე დაძაბული და ყველაზე ლამაზი პროფესია, –  ეს არის მასწავლებლობა. ყველა მასწავლებელი იამაყებს, როცა მის ყოფილ მოსწავლეს დაინახავს, როგორ მოწიწებით ესალმება, ამაზე დიდი  ბედნიერება რა უნდა იყოს!
    როდესაც მოსწალე მასწავლებელს პატივს სცემს, უყვარს ის და აფასებს, ცდილობს კარგად ისწავლოს და გაახაროს, ეს კი ბავშვის განათლების საწინდარია.
                           :ნიკა ძირკვაძე






,,როგორც ერთია ქვეყანა მთელი,ისე  ერთია გალაკტიონი“
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
ქართული ემიგრანტული მწერლობის წარმომადგენლის გიორგი გამყრელიძის მოგონებებში ვხვდებით გალაკტიონის შესახებ ცნობებს.

"
ვწერ ამ სტრიქონებს ერთი შენი მეფედ ამრჩევი"- წერს გიორგი გამყრელიძე და იგონებს დღეს, როცა პოეტთა მეფეს ირჩევდნენ.
ერთი რამ ვერ გაუგია მხოლოდ: "თუ რად გინდოდა გამხდარიყავ პოეტთა მეფე? ეს იყო ის დრო, როს მეფეებს ჰკვეთდნენ თავებს, ანდა უკეთეს შეთხვევაში თავსლაფს ასხამდნენ."

საქართველოს პოეტების მეფე! - კონკურსი, რომელიც ერთადერთ ტიტულს ადგენს - "მეფე". არადა 1921 წლის ბოლოა. სულ რამდენიმე კვირაში ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს... მსურველი ბევრი გამოჩნდა. რაღა თქმა უნდა, მათ შორის გალაკტიონიცაა.

18
წლის გიორგი გამყრელიძეს "არტისტული ყვავილები" წაუკითხავს. გალაკტიონთან მისულს 12-მდე პოეტი დახვედრია. აქაა ყვითელ "ბუშლატიანი " გრანელი მეგობართან ერთად.
ცერემონია შედგა - პოეტების მეფედ აირჩიეს გალაკტიონ ტაბიძე
არავითარი ზარ-ზეიმი. ითქვა სიტყვები მართალი და ქათინაური.
მანიფესტზე ხელმოწერის შემდეგ ყველა წავიდა. ექვსი დარჩა მხოლოდ ბოლომდე და:

"
შენთან ერთად გალაკტიონ ვეწვიეთ დუქანს,
რომლის კედლები მოეხატა მუქად ფიროსმანს.
სუფრაზე იყო კარდენახი და ცივი ლოქო,
ზედაც მწვანილი-წიწმატი და ახალი ხახვი.
ექვსმა დავლიეთ ათი ბოთლი ერთად ზიარად
ანგარიში კი გაასწორა ბერეკაშვილმა.
ასე დამთავრდა დღე პოეტთა მეფის არჩევის."

ეს დღე მართლაც ასე დამთავრდა, მაგრამ დამთავრდა თითოეულისათვის მაინც სხვადასხვაგვარად. გალაკტიონი არ შეიმჩნევს, არც გარეგნულად დაიტყობს, სამეფო კვერთხსაც ღიმილიანი შეხვდება, მაგრამ სახლში დაბრუნებული, მარტო დარჩენილი "ხელმწიფურ სიმართლეს" ტრაგიკული სიმშვიდით მანც გააცხადებს:

"
უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.
გავაღე კარი, თეთრი თოვლი შემომეფეთა,
მივხურე კარი, მარტოობამ დაისადგურა."

ისევ გიორგი გამყრელიძე იტყვის:

"
შენი ლექსებით შენ ისედაც იყავი მეფე.
არ გჭირდებოდა ჩვენგან ამის დადასტურება."

მეორე დილით, გაზეთები ხმაურით ხვდებიან ამ ფაქტს.
ამ კონკურსის დღიდან ბევრი წყალი ჩაივლის და გალაკტიონი სწორედ მეფურ ჟესტს მოიფიქრებს:
"
არცერთი იმათგანი, ვინც მე ამირჩიეს პოეტების მეფედ, ცოცხალი აღარ არის. გთხოვთ, თუ ჩემით უკმაყოფილო ხართ, აირჩიოთ სხვა..."
ვინ იქნება ეს სხვა? ხომ ყველასათვის ცხადია, რომ გენიოსზე ლაპარაკობენ. კი ბატონო გადადგება, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ საქართველოს "პოეტების მეფის" გვირგვინი გალაკტიონის ნაცვლად ძნელად შეჰფერის ვინმეს..."




მზეო თიბათვისა

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, 
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. 
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, 
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები. 
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ, 
სული მოუვლინე ისევ შენმიერი, 
დილა გაუთენე ისევ ციურიდან, 
სული უმანკოთა მიეც შვენიერი. 
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, 
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, 
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, 
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.



უსიყვარულოდ 

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
გალაკტიონ ტაბიძე

ჩვენი სკოლა ბევრი საინტერესო წამოწყების მოთავეა, გასულ წელს ჩავატარეთ ,,შემოდგომის ზეიმი“ ,წელს კი ამ ღონისძიებამ  ფართო მასშტაბი მიიღო და რაიონში ტარდება, ინიციატორი კიდევ ჩვენი სკოლააა, ჩვენ გავესაუბრეთ პროექტის ერთ–ერთ ხელმძღვანელს,  ქალბატონ ციცინო გობაძეს.
მოგესალმებით, ჩვენ გვაინტერესებს ,, შემოდგომის ზეიმი“, პირველ რიგში რა სახის ღონისძიებაა და როგორ ჩატარდება ის?
         ,,შემოდგომის ზეიმი“ ეთერი მასწავლებლის ინიციატივაა, შარშან მან წამოიწყო და ჩაატარა, წელს ერთად დავგეგმეთ მე და ეთერი მასწავლებელმა, წლეულს უფრო ფარტო მასშტაბით იგეგმება, ჩვენ გვეხმარება რესურსცენტრი, კულტურის სახლი, სკოლებს დავუგზავნეთ გეგმა, მათ უნდა აირჩიონ საქართველოს რომელიმე კუთხე და წარმოადგინონ ამ კუთხის ფოლკლორი:ცეკვა, სიმღერა, ლექსი, თქმულება, ასევე
         თქვენ ახსენეთ, რომ გვეხმარება რესურსცენტრი და კულტურის სახლიო, და  კონკრეტულად რაში გეხმარებათ?
        

მოვაწყობთ ეთნოგრაფიული და ტრადიციული ნივთების გამოფენას, გვექნება სამზარეულოც, გამარჯვებული სკოლა დაჯილდოვდება და გვექნება პრიზებიც, საკმაოდ კარგი საჩუქრები გვაქვს.
რესურსცენტრმა დაგვპირდა ფინანსურ დახმარებას, ასევე სკოლებს აწვდის ინფორმაციებს, გვიწევს მონიტორინგს. რაც შეეხება კულტურის სახლს, მათ გამოგვიყეს შენობა, გვეხმარებიან სცენის მოწყობაში, ასევე ჩვენ გვჭირდება ადამიანური და მატერიალური რესუსები, ამაშიც ორივე გვეხმარება.
         თუ საიდუმლო არ არის, გვაინტერესებს, გამარჯვებულისათვის რა საჩუქარი იქნება?
         საიდუმლო არ არის, ჩვენ გეგმაშიც გვაქვს შეტანილი, პირველ ადგილზე გასულისათვის გვექნება,, ვეფხისტყაოსანი“ დაახლოებით 45 ლარის ღირებულების, მეორე ადგილისათვის – გლობუსი, 15_ლარიანი.გვაქვს აგრეთვე ნომინაციები  საუკეთესო ნომრებისათვის, ესენი იქნება სიგელები.
         რამდენი სკოლა მონაწილეობს კონკურსში?
         კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ 10 სკოლა, წალკის რაიონში ბევრი სკოლაა, მაგრამ  ათი მსურველი რომ ათავდება, ანკეტებს აღარ მივიღებთ, ჩვენ გვაქვს ფეისბუქზე გვერდი, სადაც დევს ინფორმაცია, თუ რომელმა სკოლამ რომელი მხარე აირჩია, 6 სკოლა უკვე ათავდა, ამიტომ  სკოლებმა უნდა იჩქარონ ანკეტების მოწოდება, რომ  ათეულში მოხვდნენ.
         რამდენი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას?
         თითოეული სკოლიდან მაქსიმალური რაოდენობა ჩვენ 10 მოსწავლით განვსაზღვრეთ, მაგრამ ზოგმა  15–მდე მოგვაწოდა.ღონისძიება ფართომასშტაბიანია და დრო და ნომრები რომ არ გაიწელოს, ჩვენი აზრით, უკეთესია მოსწავლეთა რაოდენობა ცოტა იყოს და ხარისხიანი ნამუშევრები წარვადგინოთ, დახვეწილი, ვისაც რა შეუძლია ის გააკეთოს და კარგად შეასრულოს.
         და ჩვენი სკოლა?
         ჩვენმა სკოლამ გურია ავირჩიეთ,გამოდინარე იქედან, რომ დასავლეთიდან ვართ და შედარებით კარგად ვიცით ეს მხარე, დიალექტიც ჩვენსას წააგავს, ვფიქრობთ, ჩვენი მოსწავლეები მოახერხებენ.
    ჯერ გეგმას ვადგენთ, რა ნომრებს წარვადგენთ ვაზუსტებთ, ეთერი მასწავლებელი უფრო ,,საგარეო“ საქმეებს აგვარებს, მე პროგრამას ვხვეწ და ორშაბათიდან უკვე დალაგდება რა და როგორ უნდა გავაკეთოთ.
         ძირითადად რამდენი ნომერი უნდა იყოს?
         აქ არის ათი ნომერი, მაგრამ პირველი და მეორე ნომრები კუთხისა და მაგიდის გაფორმებაა და ამას დიდი დრო არ დასჭირდება,ამათ გარდა რვა ნომერია:სადღეგრძელო, ცეკვა, სიმღერა, ხალხური ლექსი, ლექსი კუთხეზე, ანეგდოტი და თავისუფალი ნომერი, რომლის არჩევის საშუალებაც სკოლებს მივეცით.
         ჩვენმა სკოლამ რამე მოვამზადეთ?
         ეს უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ჯერ გვაქვს ჩონჩხი, რომელსაც ვხვეწთ და ორშაბათიდან აქტიურ მომზადებას დავიწყებთ.
         დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით.
         მადლობათქვენ, რომ ასეთი აქტიური და კარგი მოსწავლეები ხართ, არ გეზარებათ საქმე, კარგი წამოწყებების ინიციატორები ხართ, გისურვებ წამატებებს!


ქეთი ბოლქვაძე



ჩვენი გაზეთის სტუმარია ,,მომავლის ხმის ერთ_ერთი დამფუძნებელი ინდირა ვაშაყმაძე.
–პირველ რიგში მოგესალმებით, ინდირა, მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე.
–მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ამ თემით და მომიწვიეთ.
წინა თვეში გამოვიდა ჩვენი ჟურნალის პირველი ნომერი,რას გვეტყვით მის შესახებ, ხართ  თუ არა კმაყოფილი?

 მივიღე გარკვეული შენიშვნები მკითხველისგან და მათზე დაყრდნობით ვაპირებთ სიახლეების  დაგეგმვას,
– რა თქმა უნდა,  მომეწონა,მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ, არასოდეს არ ვარ კმაყოფილი იმით, რასაც ვაკეთებ, მინდა უფრო და უფრო კარგი იყოს. რა თქმა უნდა, იყო რაღაც შეცდომები,მაგრამ ჩვენს ერთგულ მკითხველს შემდეგი ნომრებითვის ვპირდებით გამოსწორებას.
იყო თუ არა რაიმე შენიშვნები მკითხველის მხრიდან?

– იყო შენიშვნები გარეკანთან დაკავშირებით, ზუსტად არ მახსოვს რომელი კლასისგან მივიღე ეს, მაგრამ უნდა ვაღიარო, ძალიან გამიხარდა, რადგან შეცდომებზე ვსწავლობთ მათ გამოსწორებას,  რაშიც მკითხველი გვეხმარება თავისი შენიშვნებით.
და გყავთ თუ არა ახალი თანამშრომლები?
-ჩვენი ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა სამი თანამშრომლით, გამოსვლის შემდეგ კი ბევრი მსურველი მოგვაწყდა და დღეს ჩვენი რიცხვი 6-მდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვან მატებად მიმაჩნია.
-ჟურნალის მომდევნო ნომერში იგეგმება თუ არა რაიმე სიახლეები,რაიმე ცვლილებები?
-რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღვნიშნე, მივიღე გარკვეული შენიშვნები მკითხველისგან და მათზე დაყრდნობით ვაპირებთ სიახლეების  დაგეგმვას, პირველ რიგში გარეკანთან დაკავშირებით,აგრეთვე ვაპირებთ ახალი რუბრიკების დამატებას,რაც ჟურნალს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის.
-კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ინდირა,რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე,ვფიქრობ მეტად საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა,დიდი მადლობა.
-პირიქით,მადლობა თქვენ, ასეთი დაინტერესებული რომ ხართ ჩვენი ჟურნალით.




ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის სტატიას,რომელიც დღეს სტუდენტია

გზა ჩემი სახლიდან უნივერსიტეტამდე მოსწავლეობის დროს  უფროსების: მასწავლებლებისა თუ მშობლებისაგან ხშორად გვსმენია, რომ სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, გვესმის, თუ რა ძვირფასია ეს წლები და როგორ ენატრებათ მათ თანაკურსელებთან გატარებული დრო, ამიტომაც მოუთმენლად ველიდებით, როდის გავა თორმეტი წელი, რათა ჩვენც შევაბიჯოთ ცხოვრების ამ საფეხურზე ფეხი, თუმცა,  ახლა, როდესაც უკვე სტუდენტი ვარ, ყველაფერი იმაზე ძნელი არმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ყოველ დღეს ისევ სწავლა.... ლექციები, სემინარები,გამოცდები....ეს ყოველივე დიდ შრომას მოითხოვს. ერთადერთი, რითაც თავს ვიმშვიდებთ სტუდენტები, ესაა,,ტკბილი კენწეროს“მოლოდინი.         როდესაც აბარებ უმაღლეს სასწავლებელში, ხდები დამოუკიდებელი პიროვნება, ხვდები,, თუ რა ძნელი ყოფილა, თვითონ გაუძღვე ცხოვრებას:  ყოველთვიური გადასახადები, გაფუჭებული ტაქნიკა, გამოლეული სურსათი და უამრავი ყოფითი პრობლემა, რომელზეც ახლა უკვე შენ გიწევს ზრუნვა, ტოვებ ოჯახს, რომელშიც მთელი ტვრამეტი წელი ცხოვრობდი, მშვიდად და უზრუნველად...          ძალიან ძნელია შეეგუო იმას, რომ სახლიდან დაბრუნებულს არ დაგხვდება ცხელი საჭმელი, თბილი კერა, არ გეკითხებიან, რატომ დააგვიანე, აღარავინ გაგიბრაზდება თუ მთელ ღამეს დივანზე გაატარებ, ყველაფერს შენი სურვილით  აკეთებ, მაგრამ ამას სიამოვნება კი არა, მონატრების ტკივილი მოაქვს...   ჩემთვის, როგორც სტუდენტისათვის, ყველაზე ძნელი და დამღლელი აღმოჩნდა გზა უნივერსიტეტიდან ჩემს სახლამდე, რატომღაც ეს გზა ცხოვრების შარას მაგონებს, რადგან ისევეა ემოციებითა და სირთულეებით დატვირთული, როგორც ადამიანის სიცოცხლე.    ყოველ დილით რვა საათზე მივდივარ უნივერსიტეტში მეტროთი, სადაც თუ გამიმართლა, ხელის მოსაკიდს ვნახავ, თუ არა და მიწევს მგზავრების შეწუხება ყველა გაჩერებაზე, რადგან თავს ვერ ვიკავებ და  აქეთ–იქეთ ვიწევი.       უამრავი ხალხია დილაადრიან მეტროში, ზოგი ბოლომდე ვერ გამოფხიზლებულა და კიდევ ეძინება, ზოგი კონსპექტს იმეორებს,  ზოგიც, უბრალოდ, ხალხს ათვალიერებს და დღის გეგმებს აწყობს, ფიქრობს, რა სიახლეს მოუტანს ახალი დღე, ელოდება სიკეთეს და იმედი აქვს სიხარულის. სიჩუმეს ,მეტროში შემოსული ბოშის საცოდავი შეძახილი არღვევს: ,,დამეხმარეეეთ“შევხედავ ბოშებს და

ნოდარ დუმბაძე მახსენდება (ძალიან მიყვარს ეს მწერალი, რატომღაც თბილისის ნებისმიერი უბანი მას მახსენებს) ,,ეს უბედურები ქურდები არ არიან, უბრალოდ, სისხლში აქვთ ქურდბაცაცობა და რომც არ უნდოდეთ , გვერდით რომ ჩაუვლიან ნივთს, ის ნივთი თვითონ აეკვრება ხოლმე, როგორც მაგნიტს“. მინდა დავეხმარო, რაღაც სიმბოლური თანხა მაინც ჩავუგდო ჯამში, სადღაც ლიფტისათვის შემონახული 5–თეთრიანი მეგულება, ვეძებ და თუ ვიპოვე, სიამაყით ვაგდებ ბოშის ხელებში, ახლა სხვებს ვუყურებ , იქნებ მათაც მომბაძონ და დაეხმარონმეთქი, თითო–ოროლა მართლა მომბაძავს, ზოგიერთი უკმაყოფილოდ თავს გააქნევს, ვიცი, რასაც ფიქრობს,_ ნეტავი იქეთ დამეხმარებოდეო, ანდაც,_ ნეტავი შენ, არაფრის დარდი არა გაქვსო.  ზოგიერთი ისე გართულია თავის ფიქრში, ვერც ამჩნევს ბოშას და არავითარი რეაქცია არა აქვს, არც მიკვირს მათი, ცხოვრება ხომ ბრძოლაა და ამ ომში ჩართული ჯარისკაცები მუდამ გამოსავლის ძიებაში არიან..
მეტროს შემდეგ გზას ავტობუსით ვაგრძელებ,  ხშირად მიწევს რამდენიმე ავტობუსის გაჩერება, რადგან კარებსაც კი ვერ გააღებ, იმდენი ხალხია, ბოლოს რომელიმეში ცალი ფეხით მაინც შევალ, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ ან თმა მომემწყდევა კარებში, ან ჩანთა, მაგრამ არცერთი მთგანი არარ მადარდებს, ოღონდ წავიდე, რადგან არ მიყვარს, როცა ლექციაზე მაგვიანდება! ამის შემდეგ უკვა ვიწყებ ბილეთის აღებაზე ფიქრს, რა თქმა უნდა, აპარატიდან შორს ვარ, ამიტომაც ვინმეს უნდა გადავაწოდო, გოგონებს ხშირად ეზარებათ და წუწუნებენ, ამიტომ ბიჭებს მივმართავ ხოლმე დახმარებისათვის...
      როდესაც დაღლილი ვბრუნდები უნივერსიტეტიდან, ბევრი ხალხი აღარც მეტროშია და აღარც ავტობუსში, თუმცა  ამას ვეღარ ვგრძნობ, შევდივარ მეტროში და, უბრალოდ, ვხუჭავ თვალებს, რომ დაღლა დავივიწყო და დავისვენო. ხშირად მეკითხებიან მგზავრები, კარგად ვარ თუ არა და მაშინ ვხდები, რომ ცოტათი უნდა გამოვფხიზლდე, საინტერესოა, ის ადამიანები, რომლებიც დილას ენერგიითა და ხალისით მიდიოდნენ, ახლა ისეთი დაღლილები და გამოფიტულები არიან, თითქოს აღარაფერი აღარ ადარდებთ. მეჩვენება, რომ ყველას ჩემსავით ერთი სული აქვს, როდის მივა სახლში და დაისვენებსცხოვრების ორომტრიალისაგან დაღლილი და იმედგაცრუებული ხალხი, თავის გასაჭირს მთავრობას აბრალებს, ალბათ ამიტომაა, ახლა ერთადერთი თემა, რაზეც ადამიანები ერთმანეთს გამოელაპარაკებიან _ პოლიტიკაა. ეს საკითხიც მხოლოდ ასაკოვანებს ადარდებთ, ახალგაზრდები კი არც მათსაუბარში ერევიან, თითქოს სულ არ ადარდებთ, ვინ მართავს ქვეყანას, რა შეცდომას დაუშვებს და როგორი იქნება მათი მომავალი... 
      ერთადერთი, ვისაც ხალისი აქვთ შერჩენილი, სკოლის მოსწავლეები არიან, ისინი ხშირად ახალისებენ მგზავრებს და სულაც არ ეტყობათ, მთელი დღე სკოლაში რომ გაატარეს, ამ დროს თეთრი შურით მშურს მათი, რადგან მეც მინდა ისე ვასრულებდე ლექციებს, რომ არ ვიღლებოდე, როგორც ჩემი მეგობრები მეუბნებიან, ამ ყველაფერს შევეჩვევი, მაგრამ ეს პერიოდი ნამდვილად არ არის ადვილი,  თუმცა ახლა ვრწმუნდები, გზა, სახლიდან უნივერსიტეტამდე ის ბილიკია, რომელმაც ცხოვრება უნდა მასწავლოს, უნდა მასწავლოს, როგორ გადავლახო სირთულეები, როგორ გავხდე ჩემი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე, ეს კი იმ გზის ღირსეული გაგრძელებაა, რომელმაც სკოლის მერხიდან აქამდე მომიყვანა,  ამიტომ, არ უნდა დავიღალო, არ უნდა ვიწუწუნო, პრობლემებმა არ უნდა შემაშინოს!
რამდენი რამ გადავიტანე, რომ აქამდე მოვსულიყავი, გავუძელი სკოლის რეფორმების ციებცხელებას, განათლების ახალი კანონების მოლოდინებს, საატესტატო გამოცდების შიშსეროვნული გამოცდების შედეგების შფოთვას, დაფინანსებისათვის ღელვას (მშობლის ჯიბეც ხომ მნიშვნელოვანია ჩემთვის)!,
და, რაც ყველაზე მთავარია, გავუძელი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩარიცხვის სიხარულს, ეს ხომ ჩემი უდიდესი ოცნება იყო! დარადგანაცარც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“, მეც ენერგიული უნდა ვიყო, უნდავიზრუნო სოფლისათვის“.
  მიუხედავად იმისა, რომ სულ რამოდენიმე თვეა, რაც სტუდენტი ვარ, მაინც ვისწავლე მეგობრის ფასი, ღამის ხუთ საათზე დაწყებული დილა, სოფლიდან გამოტანებული მძიმე ჩანთის სახლამდე მიტანა, ამავდროულად სიხარული იმისა, რომ სახლს პროდუქტით გაავსებ, სიხარული, როცა ვინმე მგზავრობის ფულს გადაგიხდის, სიხარული, როცა მძღოლი გზას გითმობს, როდესაც ლექციაზე გაგვიანდება, და მიუხედავად უამრავი პრობლემისა, თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობ,  რადგან ლექციაზე მყოფი ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი, ,,ქუჩაში დიდი მოქალაქე, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ“                   
ირა ძირკვაძე
თსუ–ს პირველი კურსის სტუდენტი.         2013 წელი
 როგორ ვკარგავთ  ჯარმთელობასა და მხედველობას

   სამწუხაროდ, ამ ცუდ პირობებში გვიწევს სწავლა,  განა ასე შეიძლება ნორმალური ცოდნის მიღება?! მაგრამ რას ვიზამთ, სხვა გზა არ გვაქვს, იძულებულნი ვართ შევეგუოთ.

სკოლა ცოდნის ტაძარია, სადაც მოსწავლე ყალიბდება როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად,დღეს ჩვენს სკოლაში  გვყავს მასწავლებლები, რომლებიც თავს არ ზოგავენ მოსწაქვლეთა  სულიერი განვითარებისათვის, მაგრამ, რაც შეეხება ფიზიკურ განვითარებას, აქ გვგონია უკუსვლა უფროა, ვიდრე წინსვლა, რადგან ჩვენი სკოლის პირობები საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას,  განსაკუთრებით მხედველობას.
როდესაც ჩვენს კლასში შემოხვალთ, ძლიერი კვამლი დგწვავთ თვალებს. ეს იმ შემთხვევაში თუ  ღუმელი ანთია. ღუმელის დანთება კი არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ სკოლაში დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან შეშის დეფიციტია.
     ახლა დავუბრუნდეთ კვამლის პრობლემას, ძლიერი კვამლის გამო რამდენჯერ მოგვიხდა გაკვეთილის ჩატარება სკოლის ეზოში, ღია ცის ქვეშ.  ეს იმიტომ ხდება რომ ჩვენი კლასის ჭერი შესაკეთებელია და ჩამოდის კვამლი. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე იყო შემოსული ბატონი დირექტორი,  მაგრამ მაინც არაფერს არ აკეთბს იმისათვის რომ კვამლი აღარ ჩამოვიდეს. შემოვა ,  დააკვირდება იმ ადგილს საიდანაც კვამლი ჩამოდის და ამბობოს ,, საიდან კვამლავს“  ჩვენც ვაჩვენებთ, შემდეგ ხელოსანს ეუბნება ,, უნდა ამოვლესოთ“  და მიდის,  მაგრამ გაკეთებას რატომღაც არ ჩქარობს.
  რაც შეეხება ღუმელის დანთებას და შეშას, აქაც დიდი წინააღმდეგობა გვხდება ხოლმე, რადგან როდესაც მივდივართ შეშის მოსატანად არ გვატანებენ და გვეუბნებიან ,,ჩაიცვით და აღარ შეგცივდებათო“ ჩვენც რამდენი უნდა ჩვიცვათ ?  შეძლებისდაგვარად ვიცვამთ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯამღთელობას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც ვცივდებით.
ამიტომ ჩვენი დიდი თხოვნა იქნება ბატონ დირექტორთან, რომ შეგვინარჩუნოს სკოლა, მიხედოს დროულად. თორემ შეიძლება შემდეგ გვიანი იყოს. ნელ ნელა ვკარგავთ ჯანმღთელობას და მხედველობას.
                                                                                                           მარეხი კახაძე
                                                                                                  ფატიმა კოჩალიძე
                                                                                                           მეგი გორგაძე
                                                                                                          ნინო გორგაძე


რედაქტორი: ინდირა ვაშაყმაძე,
ჟურნალისტები: ქეთი ბოლქვაძე, მაია საგინაძე.
ოპერატორი: ზურაბ კახაძე.
მხატვარ–დიზაინერი: ნიკა ძირკვაძე.
კორექტორი: ციცინო გობაძე.
                     გთხოვთ ყველას: მასწავლებლებს, მოსწავლეებს, კურსდამთავრებულებს _    მოგვაწოდეთ წერილები!



No comments:

Post a Comment