N4

ომავლის მა    N 4

8 მარტს გილოცავთ მანდილოსნებო!

დედის დღეს გილოცავთ დედიკოებო!
              
          
,,სიყვარულია თავად
                          ღმერთი ამქვეყანაზე“
                                                                                                                                                                                                წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა მათგან უმეტესში არ არის არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები, ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს, ..„ვალენტინებს”.ვალენტინობის დღის აღნიშვნა სათავეს მეხუთე საუკუნის რომიდან იღებს, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.
დღესდღეობით 14 თებერვალი, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალური საეკლესიო დღესასწაული, აღინიშნება მხოლოდ პროტესტანტულ ნაწილში, ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების მიერ.მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით 6 ივლისი). კათოლიკური ეკლესია არ აღნიშნავს ამ დღეს ოფიციალურად, 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ. ამ დღის ასოცირება რომანტიულ საყვარულთან, პირველად ჯეფრი ჩოსერის მიერ მოხდა შუა საუკუნეების მიწურულს.
  
ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული. წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა.
  



,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი“                                                                                საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.
მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.
23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.
1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.
კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 .) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს.
2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიცკომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.
25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.
                                               

25 თებერვალი, 1921წ.
 




 თოვდა და თბილის ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
თოვს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
                       კოლაუ ნადირაძე
                                                                                                                                                                                               
               





 







  რას ნიშნავს იყო მასწავლებელი და ამავე დროს საკრებულოს წევრი
ინტერვიუ ლევან მასწავლებელთან
-მოგესალმებით ლევან მასწავლებელო და მადლობას გიხდით რომ დაგვთანხმდით ინტევიუზე,მე  დღეს მინდა რომ გესაუბროთ თქვენს საქმიანობაზე,თქვენ ბრძანდებით წალკის საკრებულოს წევრი, როგორც წალკის საკრებულოს წევრი რა არის თქვენი სამომავლო გეგმა?
-საკრებულოს წევრის მოვალეობა განსხვავდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან რადგანაც აღმასრულებელი ხელისუფლება უფრო მეტად არის დაკავებული იმით თუ სოფელში რა უნდა გაკეთდეს. ჩვენი მოვალეობა კი უფრო ეხება კანონმდებლობას, ჩვენზე დამოკიდებული რაც არის რა თქმა უნდა ვაკეთებთ, შეძლებისდაგვარად. პირველ რიგში ალბათ მალე გაკეთდება სოფელში შემოსასვლელი ხიდი, რომელსაც მდინარემ გამოუთხარა ძირი.
-ჩვენ ვიცით რომ პარალელურად ხართ პედაგოგიც , როგორ უთავსებთ ამ ორ საქმიანობას ერთმანეთს?
-საკრებულოს წევრობა ეს არ არის ჩინოვნიკობა და საკრებულოს წევრს აქვს უფლება, რომ პარალელურად იმუშაოს სხვა სამსახურში. ანუ მე სკოლაში მაქვს ერთი თავისუფალი დღე _  ორშაბათი და ძირითადად, ყოველი კვირის ორშაბათს იმართება საკრებულოს სხდომა.
-ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და უმეტესობას აინტერესებს თუ როგორი გრძნობაა ეს , ანუ დამღლელია თუ არა, ან თან დაღლილიხარ და თან გიხარია რა შეგრძნებაა?
-დეპუტატობა რასაც ჰქვია, არის ძალიან საამაყო, ხალხის ნდობა გაქვს და თან საინტერესოცაა, რადგან ხალხმა აგირჩია, ეს  ორმაგად დიდი მოვალეობაა.
-დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე.
                                 ინდირა ვაშაყმაძე



,,ჰოი დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო!“
            ნიკოლოზ ბარათაშვილი
    ჩვენი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოგვაწოდეას დედებისათვის  ,,დედის დღის“ მისალოცი წერილები,  რომლებსაც ყოველგვარი კორექტირების გარეშე ვაქვეყნებთ, მათში იმდენი სითბო და სიყვარული დავინახეთ, ვფიქრობთ, უნდა იამაყონ დედებმა თავიანთი აღზრდილი შვილებით.
ძვირფასო დედა, მოგილოცავ 3 მარტს, ,,დედის დღეს“, შენ ჩემს ცხოვრებაში მეტად ძვირფასი ადამიანი ხარ, შენ ხარ ადამიანი, რომელმაც ცხრა თვე მუცლით მატარა, სამი წელი ხელით და მთელი ცხოვრება გულით, ტკივილისა თუ სიხარულის, გაბრაზებისა თუ ბედნიერების ჟამს ჩემ გვერდით ხარ, ღამით ჩემს სასთუმალთან  მჯდარხარ და ღამეები გითენებია, ჩემს შეცდომებზე თვალი დაგიხუჭავს და არ შეგიმჩნევია, მართალია, ხანდახან გაბრაზებ, ცუდად ვიქცევი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან შენ ჩემი ძვირფასი დედა ხარ და ჩენს გულში განსაკუთრებული ადგილი გიკავია დღეს უკვე მე-7 კლასში ვარ და მივხვდი შენს ამაგს და ფასს ვერავითარი დრო და ჟამი ვერ დამავიწყებს, მინდა გითხრა, რომ შენი ამაგი ტყუილად არ ჩაივლის, ვისწავლი და ამით დაგიფასებ, იამაყებ, რომ ზეინაბი კოჩალიძე შენი შვილია.
გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კარგ ცხოვრებას, მეტს აღარ გავაგრძელებ, რადგან შენზე უამრავი კარგი რამის დაწერა შემიძლია, ამით დავასრულებ და გისურვებ შენს ოჯახთან ერთად ბედნიერ ცხოვრებას.
 ზეინაბი კოჩალიძე


მიყვარხარ
დედა
ჩემო საყვარელო დედა, გილოცავ 3 მარტს, ყოფილიყავი ბედნიერი, ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე, ჩემზე დიდი ამაგი გაქვს, ყოველთვის ზრუნავ ჩემზე და ჩემ გვერდით ხარ, შენ მასწავლე კეთილისა და ბოროტის გარჩევა, რომ ყოველთვის უნდა ვაკეთო სიკეთე და არ ვიყო ბოროტი, რომ ყოველთვის ვიყო მეგობრის ერთგული და მას არ ვიღალატო არასდროს, არ უნდა ვიყო ჭორიკანა და მეგობრები ერთმანეტს არ უნდა გადავამტერო, სხვების ცხოვრებაში არ ჩავერიო, არასდროს არ მოვექცე ადამიანებს უსამართლოდ, სხვა არ დავჩაგრო, მასწავლე რომ ყოველთვის ვიყო სამართლიანი, მასწეავლე უფროსების პატივისცემა და კიდევ ის, რომ ცხოვრებაში მთავარი მხოლოდ ფული არ არის, მთავარია სიყვარული _ სწორედ ამიტომ ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი გიკავია, შენ და მამა ძალიან მიყვარხართ, შენ ძალიან კეთილი, ლამაზი და მისიყვარულე დედა ხარ, მინდა, როცა გავიზრდება შენსავით ალერსიანი დედა ვიყო, ძალიან მიყვარხარ და მენატრები, მინდა, რომ ახლა ცემთან იყო და ჩაგეხუტო, მოგეფერო.მინდა, რომ შენი იმედები გავამართლო და ჩემით იამაყო.
    მიყვარხარ დედა სიცოცხლეზე მეტად!
  შენი საყვარელი შვილი თამუნა ცეცხლაძე.
  ჩემო საყვარელო და ძვირფასო დედა, გილოცავ დედის დღეს, ეს დღე შენთვის იყოს ძვირფასი და დაუვიწყარი, გისურვებ ყველაფერს კარგს, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
   შენ ხარ ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვსცემ და რომელიც ძალიან მიყვარს, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ჩემზე ძალიან დიდი ამაგი გაქვს, მისრულებ ყველა სურვილს, რასაც ვნატრობ, ინახავ ყველა ჩემს საიდუმლოს, შალიან მიყვარხარ და როგორც შენ მისრულებ ყველა სურვილს, ასევეშენც აგსრულებოდეს ყველა ნატვრა და ოცნება, ყოფილიყავი მუდამ გაღიმებული და ბედნიერი, მართალია, ბევრ შეცდომებს ვუშვებ, ზოგჯერ რაღაცებს ვაფუჭებ, მ აგრამ შენ პატიება შეგიძლია, მხოლოდ სწავლისაკენ მიბიძგებ, შენ რომ არა, არაფერი მეცოდინებოდა, არც ზრდილობა, არც კულტურა...
     ასევე ვულოცავ ყველა დედას დედის დღეს, ვუსურვებ, ყოველთვის იყვნენ ჯანმრთელი და ბედნიერი, ჰყავდეთ შვილები, რომლებიც მათ  იმედებს გაამართლებენ.
                        რუსუდან გელაძე
ყველა დედას ვულოცავ დედის დღეს, ბედნიერება, წარმატება და წინსვლა არ მოგკლებოდეთ, თქვენს ოჯახთან ერთად ბედნიერად გეცხოვროთ, დედობა მოითხოვს დიდ გამძლეობას, და თქვენ, ვინც აღზარდეთ ღირსეული შვილები, დარწმუნებულები იყავით, რომ თქვენით ამაყობენ და მათ გულებში მნიშვნელოვანი ადგილი გიკავიათ. ხანდახან შვილები ვერ ახერხებენ და არ ცდილობენ, რომ მათმა შვილებმა წარმატებას მიაღწიონ, ეს თქვენ ძალიან გტკენთ გულს, მაგრამ მათზე ნუ იტყვით უარს, რადგან მათი გული თქვენი სიყვარულით არის სავსე.
   ასევე მინდა შვილებს მოგიწოდოთ, რომ ეცადეთ, დედებს გული არ ატკინოთ, რადგან ისინი ხონ ჩვენთვის ცოცხლობენ.
       იმ ქალბატონებს, რომლებიც ჯერ არ გამხდარან დედები, ვუსურვებ, მომავალში მათ შვილებსაც ყვავილებით ხელდამშვენებულებს მოელოცოთ 3 მარტი.
    ხატია კახაძე













***
თითქოს პატარა ვარ,მოკლეკაბიანი,
ეზოს ჩამოვურბენ ფრენით,
შენთან მოვირბენ და მუხლზე მოგეხვევი,
ძალა მომეცემა შენით.
თითქოს დავეცი და კვნესა გაიგონე
ჩემსკენ გამორბიხარ ვხედავ.
მერე ნატკენ ხელებს გულზე დაიკონებ,
მალე რომ მომირჩეს დედა.
თითქოს გაგიცივდი,სული სიცხიანი
ბაგით მომისინჯე მძინარს,
ჩემი წუხილები შენთვის წაიღე და
დილა შემაგებე მცინარს.
დამსვი შენს კალთაზე, როგორც ბავშვობაში
წელზე შემომხვიე ხელი,
გულზე მიმიკარი,შვებად ამიკვნესე
ტკბილი იავნანა შენი.
წლები ვერ ერევა მხილოდ შენს სიყვარულს
მასთან უძლურია ბედი,
როცა შენთანა ვარ აღარ მეშინია,
აღარც მეტირება დედი.
მოდი წამიყვანე ისევ ბავშვობაში,
თორემ გამიძნელდა ხედვა,
შენი ნაამბობი ზღაპრის სამყაროში
ისევ დამაბრუნე დედა.
ვიდრე მეყოლები,ვიცი შემეძლება
შენით იმედები ვთვალო,
ჩემო მადლიანო,ჭირთა დამთმენელო
ჩემო თმაჭარარა ქალო.
თითქოს პატარა ვარ,ისე მომეფერე,
ამსვი ვარსკვლავების ზედა,
გახსნილ ჭრილობაზე სული შემიბერე
მკერდზე დამაძინე დედა.

/ნანა მეფარიშვილი/


                      


გილოცავთ დედებო
 










XXI საუკუნის ,,შავი ჭირი“
      მოსწავლე და სოციალური ქსელი

         ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,ბავშვების მოთხოვნილება სოციალურ ქსელზე კიდევ უფრო გაიზარდა.ეს ალბათ განახლებულმა ტექნიკამ გამოიწვია.დღეს უამრავი სოციალური ქსელია (,,ფეისბუქი",,,ადნაკლასნიკი" ,,ტვიტერი" ,,ინსტაგრამი" და ს.ხ.ვ),რომლებზეც გადართულები არიან ბავშვები. ჩემი აზრით, სოციალური ქსელი კარგია ერთი მხრივ, იცნობ ბევრ ადამიანს, ხარ კომუნიკაბელური, თუმცა, ამავდროულად, ეს აისახება ბავშვის აღზრდაზე, ბავშვებს უყალიბდებათ ცუდი ჩვევები,აღარ ახსოვთ სწავლა და მთელი არსებით გადართულები არიან სოციალურ ქსელებზე. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თუ მოსწავლეს რამე უნდა და აქვს  დასახული ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზანი, მას ხელს ვერ შეუშლის ვერც ინტერნეტი და ვერც რაიმე სხვა მიზეზი. მე მყავს მეგობრები,რომლებიც არიან გაწევრიანებული სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ,თუმცა ეს მათ ხელს არ უშლის სწავლაში.
ფატი კოჩალიძე
     მე მიმაჩნია,რომ ასე ძალიან არ უნდა იყოს გადარეული მოსწავლე ინტერნეტით.დღეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდი მაჩვენებელია.როდესაც ქუჩაში გაივლი, ყველას მობილური აქვს მომარჯვებული და მთლიანად მასში არიან ჩაფლულები. არა მარტო ბავშვები,  არამედ დიდი ასაკის ადმიანებიც შეპყრობილნი არიან ,,ინტერნეტმანიით",რომლებიც უმცროს თაობას კარგ მაგალითს ნამდვილად არ არძლევენ.მე მგონია, რომ ყველამ იცის ინტერნეტის უარყოფითი მხარეები, მაგრამ იმდენად არიან მასზე მიჯაჭვულები, რომ ამის გაგება არ სურთ.
  მართალია, ,ინტერნეტით ადამიანი სასარგებლო რამეებსაც სწავლობს,მაგრამ ამ ქვეყანაზე საზღვარი ყველაფერს აქვს და გადამეტებული დოზით არაფერი არ გვარგებს.
                                                                                    ნინო გორგაძე

  ჩემი განხილვის თემა  მოსწავლეა,რომელიც  დიდ უპირატესობას წიგნის ნაცვლად ინტერნეტს ანიჭებს,რაც  მის განვითარებას ხელს უშლის,სამწუხაროდ ეს მწარე რეალობაა .იმისთვის რომ მოსწავლეს არ დარჩეს დიდი დრო ინტერნეტისთვის, უფროსებმა უნდა მოიფიქრონ რაიმე ხერხი რომლითაც დააკავებენ და დიდი დრო აღარ დარჩებათ ინტერნეტისათვის.მე მგონია,რომ სკოლაში ხშირად უნდა ტარდებოდეს სხვადასხვა ღონისძიება, რითაც დაინტერსდებიან  მოსწავლეები.
          მე ჩემს ორ მეგობარზე დაკვირვება გავაკეთე, მაინტერესებდა წიგნისა და კომპიუტერის გავლენა , ,ის მეგობარი რომელიც წიგნს კითხულობს,  სულ მხიარულდა სულ იცინის, ხოლო მეორე, რომელიც ინტერნეტითაა დაკავებული,  თვალები  ეტკინა, დაიალა და წიგნისკენ აღარც კი იხედება.
        მე ძალიან მიყვარს მხატვრული ლიტერატურა,რადგან ის საინტერესო და სახალისოა,მხატვრული ლიტერატურით მიღებული ემოციები კი მთელი დღე მახალისებ და კარგ ხასიათზე მაყენებს.
    ჩემი აზრით არ არის აუცილებელი დიდი დრო დავუთმოთ სოციალურ ქსელებს,უმჯობესია წიგნი ავიღოთ ხელში,კომპიუტერი წიგნს ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს.აგრეთვე ვეთანხმები იმ აზრს,რომ მოსწავლეებმა სკოლაში არ უნდა ატარონ ტელეფონები,რადგან ამ ნივთს ისინი ხშირად იყენებენ გაკვეთილების მსვლელობის დროს,რაც ხელს უშლით სწავლაში.
მარეხი კახაძე
რა პრობლემების წინაშე დგანან მეთორმეტეკლასელები
      მეც და ჩემს თანაკლასელებსაც,პირველ რიგში,მასწავლებლების მხარდაჭერა გვჭირდება.მართალია,არც ერთი მასწავლებელი ყურადღებას არ გვაკლებს,მაგრამ ჩვენ,როგორც მე-12 კლასის მოსწავლეებს,გვსურს მოვითხოვოთ დამატებითი გაკვეთილები, ინტერნეტი და რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო.რადგან  დროს თუ ახლა სწორად არ გამოვიყენებთ,მომავალში იმაზე მეტი თავისუფალი დრო გვექნება, ვიდრე დღეს გვაქვს, ასევე გვსურს, რომ მასწავლებლები ჩვენთან უფრო მეტად მკაცრები და ძალიან მომთხოვნები იყვნენ.ეს ყველაფერი დაგვეხმარება,არა მარტო გაკვეთილების უკეთ მომზადებაში,არამედ იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებაშიც,რომელიც ჩვენ მათ წინაშე გვაკისრია.
      ვეთანხმები იმ აზრს,რომ არ არსებობს მასწავლებელი რომელსაც თავისი მოსწავლისთვის ცუდი სურს,პირიქით, ისინი ყველაფრს აკეთებენ,იმისთვის,რომ რაც შეიძლება მეტი წარმატებული მოსწავლე ჰყავდეს სკოლას.თუმცა მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ მარტო წარმატებულები  ვიყოთ, ჩვემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი ისაა,რომ ჩამოვყალიბდეთ ადამიანებად,რომლებიც მომავალში  ვასახელებთ ჩვენს საყვარელ პედაგოგებს,  აი,მაშინ კი განხორციელებული იქნება მასწავლებლების მისია ჩვენ მიმართ,ჩვენ კი ყველანაირად შევეცდებით,რომ მათ ჩვენით იამაყონ.
როგორ სწავლობენ მეშიდეკლასელები თვითშეფასებას

       დიდი ინტერესით ველოდები მეორე სემესტრის შედეგებს, მიუხედავად იმისა ,რომ ყოველ გაკვეთილზე  ვიცი, რას და როგორ მიფასებს მასწავლებელი, სემესტრის ბოლოს ყოველთვის მოუთმენლად  ველოდები, ვიცი ,რომ ბოლოს ან ძალიან გამიხარდება, ან მეწყინება.

 როდესაც დამრიგებელმა ინდივიდუალურად გაგვაცნო სემესტრული შეფასებები (პირველი სემესტრის ბოლოს),გადაგვატანინა სამუშაო რვეულებში და იქვე გვითხრა: მეორე სემესტრშიც რომ შეიტანოთ ბოლო ნიშნები ბოლო, წლიურ ნიშანს თქვენ თვითონაც გამოიყვანთო, ძალიან გამიხარდა,რადგან თვითონ გამოვიყვან ჩემს ბოლო ნიშანს, რაც მეკუთვნის და სხვა მოლოდინებიც აღარ მექნება.
        აგრეთვე მინდა აღვნიშნო,რომ კლასში ძალიან ბევრს ვმუშაობთ წინასწარ შემუშავებული გეგმების მიხედვით, საიდანაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ, ამისათვის კი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კლასის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნათელა მასწავლებელს.



ნარკომანია - საუკუნის პრობლემა
       ნარკომანია  დღესდღეობით ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა ახალგაზრდებში,ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების ნაწილი ამ წამლის ზემოქმდების ქვეშაა მოქცეული და ნარკოტიკი გაბატონებულია მათზე.მე ამ ახალგაზრდებს მოვუწოდებ,რომ საკუთარი თავები გადაარჩინონ უფსკრულში გადაჩეხვას,დაკავდნენ ისეთი საქმით, რომელიც მათაც გამოადგებათ მშობლების საამაყო შვილებიც გახდებიან.
        ჩვენ მრავალი ფაქტი გვინახავს იმ ადამიანებისა,რომლებიც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და შემდეგ ტრაგიკულად დამთავრდა მათი სიცოცხლე.ალბათ ყველას გვინახავს  ან წაგვიკითხავს ,,მოგზაურობა აფრიკაში,, და ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებული კინო ,,გაღმა ნაპირი",თუ როგორ არიან დამოკიდებული  ახალგაზრდები ამ წამალზე,ამ წამლის მირებისას ისინი სწყდებიან გარე სამყაროს და შორეულ აფრიკაში მოგზაურობენ... 
როგორც უკვე აღვნიშნე,ასეთი ბავშვები უმეტეს შემთხვევაში კვდებიან და ეთხოვებიან სიცოცხლეს ადამიანის ყველაზე სანატრელ პერიოდში _ ადამიანების ოქროს ხანაში,ოქროს ხანაში, რომელსაც ბავშვობა ჰქვია.
     ამგვარად,მე მინდა ყველა იმ ახალგაზრდას მოხუცსა თუ  ზრდასრულს ვთხოვო, ნუ მიიღებენ ნარკოტიკს  რადგან ეს მათ ვნებს და არამარტო მათ,არამედ მთელ საზოგადოებას,მე მჯერა,რომ ჩვენს ქვეყანაში,საქართველოში,მოგვარდება ნარკომანიის ეს მწვავე პრობლემა, რომელსაც ჩვენ, მთლიანად საზოგადოება ერთად ერთიანი ძალებით მოვსპობთ.
                      გოჩა შავაძე    ( X-კლ )


ჩვენი გაზეთით ბევრი მოსწავლე დაინტერესდა, გვაწვდიან წერილებს, ესეებს, სტატიებს, რედაქცია მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვი

გრაფი მონტე-კრისტო
        ალექსანდრე დიუმას არაჩვეულებრივი რომანი ,,გრაფი მონტე-კრისტო" იდეალურია,მას ვერც ერთი სიტყვა,ვერც ერთი კალამი სათანადოდ ვერ აღწერს.ეს არის წიგნი,რომლის კითხვის დროსაც ჩაძირული ხარ მძაფრი ემოციების ზღვაში.მისი თითოეული თავი,თითოეული გვერდი თუ სიტყვა გამორჩეულია.თითოეულ მათგანში ხედავ რაღაც ახალს,რომელიც უფროდაუფრო გიმძაფრებს ემოციას,გიმძაფრებს სურვილს რომ მარადიულად კითხულობდე მას.
        როდესაც ბოლომდე წავიკითხე ,,გრაფი მონტე-კრისტო",მინდოდა მხოლოდ ერთი სურვილის ასრულების საშუალება მქონოდა და მეთხოვა ღმერთისთვის,რომ ალექსანდრე დიუმა გაეცოცხლებინა,რათა ამ ნაწარმოების კიდევ ერთი თავი დაეწერა და ამით გაეხცარებინა მისი მკითხველები.
               ,,გრაფი მონტე-კრისტო"-მ დაუვიწყარი,წარუშლელი სთაბეჭდილება დამიტვა ისეთი ინტრიგა,ემოცია და ცნობისმოყვარეობა გამიღვიძა,რომელთა აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია.ამ ნაწარმოებმა ერთი ,,ხელის" კვრით გადამისროლა ემოციების უძირო ზღვაში,საიდანაც ამოსვლა არ მინდა და სადაც დიდი სიამოვნებით დავიხრჩობოდი.
      თუმცა ამაოა იმ ადამიანებთან დიუმას შემოქმედებაზე საუბარი,რომლებიც მის რომანებს არ იცნობენ.საკმარისი ამ მწერლის თუნდაც ერთი ნაწარომები წაიკითხო და მაშინვე მისი შემოქმედების ტყვე ხდები.მე უკვე გავხდი ამ ადამიანის შედევრების მონა.





No comments:

Post a Comment